|
2018-09-26 13:39:47, 1508 ნახვა
საზოგადოება
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებულ გია თვალავაძეს პატიმრობა შეეფარდა - ის ბრალს არ აღიარებს
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილ უფროსს, გია თვალავაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურა ბრალდებულებისთვის წინასწარ პატიმრობას ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე გირაოს. აღსანიშნავია, რომ პროცესის მიმდინარეობისას ერთ-ერთი ბრალდებული შეუძლოდ გახდა და მას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. რაც შეეხება სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს გია თვალავაძეს, მისი ადვოკატის ლალი აფციაურის მტკიცებით, ის ბრალს არ აღიარებს. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები არ აღიარებენ ბრალად წარდგენილ ქმედებას. აქედან გამომდინარე ჩვენი პოზიცია იქნება, რომ არ უნდა იყოს არანაირი სახის აღმკვეთი ღონისძიება გამოყენებული. გამოძიების დაწყებას არავინ არავის უშლის. არ არის აუცილებელი, რომ ადამიანი დაადანაშაულონ ამა თუ იმ დანაშაულში. გამოძიების დაწყების პრობლემა არ არის“, - აღნიშნა ადვოკატმა. შეგახსენებთ, რომ გამოძიება გია თვალავაძეს თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. თვალავაძე 24 სექტემბერს სპეცოპერაციისას საკუთარ კაბინეტში დააკავეს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)