|
2018-09-22 18:59:37, 1806 ნახვა
საზოგადოება
„ჩემი ქალაქი მკლავს!“ - მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა
"ჩემი ქალაქი მკლავს!" - ამ სახელწოდებით მოქალაქეებმა მთავრობის ადმისტრაციის შენობასთან აქცია გამართეს. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ქალაქში ეკოლოგიურად არაჯანსაღი გარემოა შექმნილი. ისინი მოითხოვენ, აიკრძალოს ყვითელი ავტობუსები და დაუყონებლივ აღსრულდეს გამკაცრებული ტექდათვალიერების ნორმები. "ჩვენ ვართ ჩვეულებრივი მოქალაქეები, დედები, რომელთაც შეგვაწუხა ეკოლოგიურმა მდგომარეობამ, ყველა ბავშვს თითქმის ტყვია აქვს სისხლში, ამ მიზეზებიდან გამომდინარე შევიკრიბეთ. აპოლიტიკური აქციაა, უბრალოდ სამოქალაქო საზოგადოების წევრები სოციალური ქსელის მეშვეობით დავეკონტაქტეთ ერთმანეთს. ივენთს 23000-ზე მეტი ადამიანის დაონტერესება მოყვა. ვფიქრობთ, რომ აქტუალურია ეს თემა და გვინდა ხმა მივაწვდინოთ ხელისუფლებას, რათა შექმნას ეკოლოგიურად უფრო ჯანსაღი გარემო", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, თამარ ბასილიამ. მთავრობის ადმინისტრაციასთან ათობით ადამიანი იყო შეკრებილი. მათ ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები ჰქონდათ მიტანილი: „თბილისის ჰაერი ჯანმრთელობისთვის საშიშია“, „გაჩერდეს ყვითელი ავტობუსები“, „ბავშვები ვერ სუნთქავენ“, „დაუყოვნებლივ მოხდეს მშენებლობების შეფუთვა დადგენილი წესის შესაბამისად“, „დაუყოვნებლივ აღსრულდეს გამკაცრებული ტექდათვალიერების ნორმები“.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)