|
2018-09-22 17:22:29, 1684 ნახვა
საზოგადოება
ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა
საქართველოს ჩემპიონატი ძალოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ტალახაძის ტრიუმფით დასრულდა. სპორტულ კომპლექს „ახალ თბილისში“ მდებარე ფრენბურთის არენაში გამართულ შეჯიბრებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე დაესწრო. 105+კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი ლაშა ტალახაძე გახდა. აკვრასა და ორჭიდის ჯამში ტალახაძემ საქართველოს რეკორდი დაამყარა და ამასთანავე, ორი მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა. აკვრაში ქართველმა ძალოსანმა 264 კგ დაძლია და აჯობა ირანელი ჰოსეინ რეზაზადეს მიერ 2004 წელს ნაჩვენებ ისტორიულ შედეგს. ორჭიდის ჯამში ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა 478 კგ დააფიქსირა, რის შედეგადაც გააუმჯობესა მის მიერვე 2017 წელს დამყარებული მსოფლიო რეკორდი. ტალახაძის მიერ დაფიქსირებული შედეგები მსოფლიო რეკორდად არ ჩაითვლება, რადგან საქართველოს ჩემპიონატი არ შედის ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის კალენდარში. ქართველ ძალოსანს ახალი რეკორდების დამყარების შესაძლებლობა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ექნება, რომელსაც 1-10 ნოემბერს თურქმენეთის დედაქალაქი აშხაბადი უმასპინძლებს. საქართველოს ჩემპიონატის შედეგები სრულად იხილეთ: https://www.facebook.com/GEOWF/?ref=page_internal
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)