09:44 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-21 13:26:25, 2027 ნახვა

საზოგადოება
22 სექტემბერს ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

„დღე მანქანის გარეშე“ - საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ველომარათონის გამო, 22 სექტემბერს, 10:00-დან 11:00 საათამდე მელიქიშვილის ქუჩაზე, ჭავჭავაძისა და რუსთაველის გამზირებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. 

შესაბამისად, ბაგებიდან თავისუფლების მოედნისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დანიშნულების ადგილამდე საბურთალოს გავლით იმოძრავებს: ავტობუსები და მიკროავტობუსები გაივლიან თამარაშვილის ქუჩას, ყაზბეგისა და პეკინის გამზირებს და გმირთა მოედნიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდებიან. ამის შემდეგ,   ბარათაშვილის ქუჩაზე აუხვევენ, საიდანაც მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ. 

ანალოგიურად, დიდი დიღმიდან და საბურთალოდან თავისუფლების მოედნისკენ  საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს გმირთა მოედნის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ქუჩის გავლით. 

ველომარათონი სტარტს აიღებს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან.   ველოსიპედისტთა ნაკადი თავისუფლების მოედანთან მობრუნდება და რბოლას პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაასრულებს. 

ველომარათონი „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ორგანიზებით ტარდება და გარბენში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 

„დღე მანქანის გარეშე“ 2000 წელს დაარსდა. მას ევროპის ათეულობით ქალაქი უეთდება, ხოლო თბილისში უკვე მესამედ აღინიშნება. საერთაშორისო დღის მოწოდებაა, რომ მოქალაქეებმა ერთი დღით მაინც თავი შეიკავონ კერძო ავტომანქანებით სარგებლობისგან, იმოძრაონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ფეხით ან ველოსიპედით. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics