|
2018-09-19 18:22:51, 2816 ნახვა
სამართალი
ქუთაისის საკრებულოში დეპუტატებს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ქუთაისის საკრებულოში დეპუტატებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც "ექსპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. "შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 19 სექტემბერს ქუთაისში, მერიის შენობაში, საკრებულოს სხდომის დაწყებამდე პარტია "ქართული ოცნების" წარმომადგენლებსა და პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა დაპირისპირებაში მონაწილე ორივე მხარე. ამ დროისთვის მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, ქუთაისის საკრებულოს დღევანდელი სხდომა ფიზიკური დაპირისპირებით დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსული დრონები კიევის რეგიონში კოკა-კოლას ქარხანას თავს დაესხნენ
The Atlantic: უკრაინამ ათასობით დრონის გამოყენებით მოსკოვის აეროპორტების ბლოკირების ოპერაცია დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)