|
2018-09-19 14:45:19, 1743 ნახვა
საზოგადოება
„მასწავლებელი, თმის ვარცხნილობის გამო გენდერს ეჭვქვეშ აყენებს“ - მშობელი პედაგოგს ბავშვის მიმართ ბულინგში ადანაშაულებს
სოციალურ ქსელში გავრცელდა მშობლის პოსტი, სადაც ის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის პედაგოგის მხრიდან მისი შვილის მიმართ გამოვლენილ ბულინგზე საუბრობს. როგორც მშობელი ამბობს, პედაგოგმა ბავშვს მისი თმის სიგრძის გამო დასცინა. "მაქსიმე მე-5 კლასელია. ის პიროვნებაა, ღირსების გრძნობა და თავმოყვარეობა გააჩნია. სკოლიდან მოსულმა, ღირსებაშელახულმა რამდენიმე კითხვა დამისვა და დღეს ძალიან გავმწარდიო მითხრა !! მე ამ ბიჭის დედა ვარ.. დედა რომელიც ყოველთვის შვილების ინტერესებს დავიცავ, სანამ ამას თვითონ ვერ შეძლებენ. მე ორი სკოლისმოსწავლის დედა ვარ, რომელსაც პრეტენზიულ და ინტრიგან მშობლად მომიხსენიებენ, მხოლოდ იმიტომ რომ ბულინგის გამო ერთხელ უკვე ხმა ავიმაღლე. აღარ მეგონა თუ იგივე გზის გავლა მომიწევდა, მაგრამ თუ საჭირო გახდა გავივლი !!! მასწავლებელი, რომელიც ვერბალურ ბულინგს გააზრებულად ახორციელებს პირველივე დღეს ახალ მოსწავლესთან არის დამნაშავე !! მასწავლებელი, რომელიც თმის ვარცხნილობის გამო გენდერს ეჭვქვეშ აყენებს და ჯგუფს მიმართავს გასარკვევად ბიჭია თუ გოგო, არის დამნაშავე !! არ ვიცნობ ამ მასწავლებელს პირადად, მაგრამ უკვე ვიცი რომ მან შეძლო ჩემს შვილში ზიზღის გრძნობის გაღვიძება!! იმ თაობის მასწავლებლებლებს (მიშა რომ ჩასარეცხ თუ ჩარეცხილების თაობას ეძახდა) აზროვნებას კვირაში ასი ტრენინგიც ვერ შეუცვლის ! ესენი შიშით მაინც თუ დააჭერენ ენას კბილს, დანეკროზებული აზროვნება რომ არ გადმოაფრქვიონ !!! ჰოდა სხვას თუ ვერაფერს, იმას მაინც მივაღწევ რომ ეშინოდეთ ჩემი!!!! ( ყველა ლაიქი კონტროლდება სკოლის ადმინისტრაციის მიერ .. ფრთხილად ხელი არ წაგიცდეთ)", - წერს მშობელი.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)