|
2018-09-19 10:43:03, 2357 ნახვა
სამართალი
ბორჯომში, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს. დეპარტამენტის ცნობით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ გუჯარეთის მიმდებარედ გაჩერებული ავტომანქანების ძარაზე, ჯამში 11 მ3 წიფლის სახეობის ერთ მეტრამდე სიგრძის დაჭრილი ხე- ტყე იყო განთავსებული. „მძღოლმა ვერ წარმოადგინა ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ავტომანქანები დაილუქა. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 128-ე ორი პრიმა მუხლის მე-4 ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 2 000 ლარის ოდენობით“, - აცხადებენ დეპარტამენტში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსული დრონები კიევის რეგიონში კოკა-კოლას ქარხანას თავს დაესხნენ
The Atlantic: უკრაინამ ათასობით დრონის გამოყენებით მოსკოვის აეროპორტების ბლოკირების ოპერაცია დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)