|
2018-09-18 18:28:06, 1765 ნახვა
საზოგადოება
„ეკლესიას პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს“ - საკანონმდებლო ინიციატივა
„საქართველოს საპატრიარქოს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს“ - ასეთი შინაარსის საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს პარლამენტში უკვე დარეგისტირიდა. ინიციატორის ავტორი „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავჯდომარე, საპრეზიდენტო კანდიდატი, მიხეილ (გელა) სალუაშვილია. ინიციატივა განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეგზავნება. როგორც საკანონმდებლო წინადადების განმარტებით ბარათშია აღნიშნული, საპარლამენტო მდივანი ეკლესიის სრულუფლებიანი წარმომადგენელი იქნება პარლამენტში და ხელს შეუწყობს პარლამენტსა და ეკლესიას შორის მეტ კომუნიკაციას „საქართველოს კანონმდებლობაში ასახულ იქნეს - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საპარლამენტო მდივნის ინსტიტუტი, რომელიც იქნება საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის პარლამენტთან ურთიერთობების განხორცილებაში“, -აღნიშნულია განმარტებით ბარათში. მომზადებული დოკუმეტის მიხედვით, ეკლესიის საპარლამენტო მდივანს ეყოლება მოადგილე, საჭიროების შემთხვევაში და ასევე პარლამენტის თითოეულ კომიტეტში კოორდინაციის განმახორციელებელი მოადგილეები. ამასთან, „საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საპარლამენტო მდივანს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქი. ეკლესიის საპარლამენტო მდივანს უფლება ექნება ჩაერთოს პარლამენტის საქმიანობაში და მონაწილეობა მიიღოს კანონპროექტების განხილვაში“, - ნათქვამია დოკუმენტში. საკანონმდებლო ინიციატივის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/200177
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)