|
2018-09-18 16:41:24, 2464 ნახვა
სამართალი
მირზა სუბელიანი: ბრალდების მხარის პოზიციას ვეთანხმები - ჩემივე სურვილია, დავრჩე პატიმრობაში
თბილისის საქალაქო სასამართლომ, ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული მირზა სუბელიანის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ მოწმეთა ნუსხაზე და მტკიცებულებებზე იმსჯელა, რომელიც არსებითი განხილვის დროს იქნება წარმოდგენილი. ამასთან, მოსამართლემ სუბელიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელა და ის პატიმრობაში დატოვა. აღსანიშნავია, რომ მირზა სუბელიანი ბრალდების მხარის პოზიციას დაეთანხმა და პატიმრობაში დარჩენის სურვილი თავადაც გამოთქვა. „სახელმწიფო ბრალდების მიერ ჩამოყალიბებულ პოზიციას ვეთანხმები აბსოლუტურად იმიტომ, რომ არსებობს ფორმალურად გამოყენების როგორც პროცესუალური ასევე ფაქტობრივი საფუძვლები და მე მგონი ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც სახელმწიფო ბრალდებას თვით ბრალდებული ეთანხმება. მე არ მსურს, რომ შემეცვალოს აღკვეთის ღონისძიება. ჩემივე სურვილია, რომ დავრჩე პატიმრობაში და ერთხელ და სამუდამოდ დაესვას წერტილი ამ ყველაფერს“, - განაცხადა მირზა სუბელიანმა. შეგახსენებთ, გასული წლის პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების დროს ორი მოზარდი - ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე დაჭრეს. დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი, ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა. მკლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააპატიმრეს, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაში მიეცა. 1 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ.-ს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ჯ.-ს 9 წლითა და 9 თვით. გარდა ამისა, 8 ივნისს ამავე საქმეზე მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით მერაბ მორჩაზე, ხოლო 9 ივნისს, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი დააკავეს. 19 ივლისს შსს-მ საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით კიდევ ერთი პირი - არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)