07:47 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-18 12:32:15, 1430 ნახვა

საზოგადოება
კალაძე: „სვეტის“ დაზარალებულებს ჩემს თანადგომას კიდევ ერთხელ ვუდასტურებ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულ მოსახლეობას თბილისის მერია ხელს ყველანაირად შეუწყობს.  

როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მერის მოადგილე ილია ელოშვილი „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეების საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა.

„სამშენებლო კომპანია „სვეტთან“ დაკავშირებულ საკითხი ისევ საკმაოდ აქტუალურია. პირადად მე ძალიან ბევრი შეტყობინება მომდის, თუ რა იქნება, როგორ იქნება და რა მდგომარეობაა. გასულ კვირას, ჩემი მოადგილე ილია ელოშვილი „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეების საინიციატივო ჯგუფს შეხვდა და არსებული მდგომარეობა დეტალურად განიხილეს. კიდევ ერთხელ მინდა დაგიდასტუროთ მერიის და პირადად ჩემი თანადგომა - ყველანაირად ხელი შეგიწყოთ, დაგეხმაროთ, რომ რაც გადახდილი გაქვთ, არ დაკარგოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე გამოძიება დაწყებულია, რომელიც ეფექტურად მიმდინარეობს. 

„ერთი მხრივ, გამოძიება საკმაოდ ეფექტურად მიმდინარეობს და მეორე მხრივ, რაც ჩვენს პრეროგატივაში შედის, ამ მიმართულებით, თბილისის მერია ყოველთვის გვერდში დაგიდგებათ და დაგეხმარებათ, რომ ეს პროექტები დასრულდეს. დაახლოებით, 14 ლოკაციაზე იყო დაწყებული მშენებლობები და 14-ვე იყო უნებართვო, რაც სერიოზული პრობლემაა. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. თითოეული ჩვენგანისთვის უნებართვო, უკანონო მშენებლობები კატეგორიულად მიუღებელია. განსაკუთრებით, ეს ეხება 2015-2016 წლებს და ნაწილი 2017 წელს, როდესაც უკანონო მშენებლობები მიმდინარეობდა. ჩვენი მხრიდან მაქსიმალური თანადგომა გექნებათ, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.  

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics