|
2018-09-12 19:58:18, 964 ნახვა
საზოგადოება
„ვიქნებით აქ, სანამ ეს ხელისუფლება არ გადაშენდება“ - პარლამენტთან სარალიძის და მაჩალიკაშვილის აქცია გრძელდება
პარლამენტის შენობასთან ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის და პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის აქცია მიმდინარეობს. როგორც სარალიძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ის ნანობს, რომ გუშინ სამართალდამცველებთან სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მან სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს შეურაცხყოფისთვის ბოდიში კიდევ ერთხლე მოუხადა. „კიდევ ერთხელ მინდა მოვუხადო დიდი ბოდიში სამართალდამცველებს. მე მათ შეურაცხყოფა მივაყენე, თუმცა ვხვდები იმას, რომ ისინი ასრულებდნენ მათი უნამუსო დამკვეთების ბრძანებას. ამიტომ, ვუხდი ბოდიშს. სათქმელი არაფერი მაქვს გარდა იმისა, რომ აქ ვიქნებით იქამდე, სანამ ეს ხელისუფლება არ გადაშენდება“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ. მოსახლეობას მალხაზ მაჩალიკაშვილმაც მიმართა და მოუწოდა, გარეთ გამოვიდნენ. „გთხოვთ, სახლში არ გაჩერდეთ, გამოხვიდეთ გარეთ და გვერდით დაგვიდგეთ. ჩვენ უნდა შევეწინააღმდეგოთ ამ უსამართლობას. თუ მე ერთ უბრალო პანკისელი კაცი ვხვდები იმას, რომ ხელისუფლება დამნაშავეა, თქვენ ჭკვიანი და განათლებული ადამიანები ხართ და იგივეს უნდა ხვდებოდეთ. გვჭირდება ისეთი ხელისუფლება, რომელიც ხალხზე იზრუნებს. მეც საქართველოს შვილი ვარ. როცა ადამიანს აქვს მიზანი და ის მიზნისკენ მიისწრაფვის, აუცილებლად მიაღწევს საწადელს. მინდა პოლიციელებს ბოდიში მოვუხადო. არ ვიცი შეგაგინეთ გუშინ თუ არა, მაგრამ ბოდიშს ვიხდი“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა. ამასთან, აქციის ორგანიზატორები მოსახლეობას მოუწოდებენ, გარეთ გამოვიდნენ და შვილმოკლულ მამებს გვერდში დაუდგნენ. ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სარალიძის და მაჩალიკაშვილის მხარდამჭერებს მოუწოდა, თუ აქციაზე მისვლას ვერ ახერხებენ, მხარდაჭერა Facebook-ში გამოხატონ ჰეშთეგებით - #მამები #სიმართლისთვის. ადგილზე ამ დროისთვის რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფება. მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)