|
2018-09-12 16:39:55, 1243 ნახვა
სამართალი
ქობულია: წიაღის სექტორში კონკრეტული საინვესტიციო პროექტების მომზადებას და ინვესტიციების მოზიდვას ვგეგმავთ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს, მაია ზავრაშვილს და სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ქობულიამ და შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად იმსჯელეს სფეროში არსებულ სიტუაციასა და სამომავლო გეგმებზე, მათ შორის საუბარი შეეხო კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებსა და წიაღის სფეროში ინვესტორების მოზიდვის საკითხს. მინისტრის განცხადებით, საქართველოს წიაღისეულის ათვისების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. „ამისთვის ჩვენ დღესდღეობით ვგეგმავთ კონკრეტული საინვესტიციო პროექტების შეკვრას და ინვესტორების მოზიდვას. აგრეთვე ვმუშაობთ საკანონმდებლო და მარეგულირებელი ბაზის გამართვა-გამარტივების კუთხით, რომელიც იქნება ძალიან ხელსაყრელი ბევრი ინვესტორისთვის. ვფიქრობთ, ამის შედეგად საგრძნობლად გავზრდით წიაღისეულის მოპოვებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის", - განაცხადა გიორგი ქობულიამ. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, წიაღის სფეროში ინვესტიციების მოზიდვა მოსახლეობის კეთილდღეობაზეც დადებითად აისახება - წიაღისეულის მოპოვების ადგილებში აშენდება არაპროფილური ინფრასტრუქტურა, ადგილობრივ და ცენტრალურ ბიუჯეტში კი გადასახადები შევა. „ამიტომ ამ საკითხს ყველა პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ და ყველამ უნდა ვიცოდეთ - სახელმწიფო ზრუნავს იმაზე, რომ წიაღისეულის მოპოვება მოხდება მხოლოდ და მხოლოდ გარემოსა და მოსახლეობის ინტერესების, მათი ჯანმრთელობის დაცვის მკაცრ ფარგლებში, ამას არასდროს გადავუხვევთ", - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.
(NS)
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)