|
2018-09-11 16:09:09, 692 ნახვა
საზოგადოება
მუხიანი 2-ის დასახლებაში წყალარინების ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოები იწყება
თბილისის მერი კახა კალაძე გლდანის რაიონში, მუხიანი 2-ის დასახლებაში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს გაეცნო და მოსახლეობას მათ მოგვარებას დაპირდა. კახა კალაძის დავალებით, ორ დღეში ადგილზე ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური წყალარინების ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოებს დაიწყებს. დედაქალაქის მერი, წყალმომარაგების პრობლემის მოგვარების მიზნით, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ანდ ფაუერთან“ კომუნიკაციასაც გეგმავს. „პირველ ეტაპზე წყალარინების სისტემა მოეწყობა. იგეგმება სანიაღვრეების მოწესრიგებაც. აქ მცხოვრებ მოქალაქეებს წყალი 24-საათიან რეჟიმში არ მიეწოდებათ. არსებობს კითხვები, თუ რატომ არ მიეწოდებათ წყალი, რადგან რამდენიმე წლის წინ ამ მიმართულებით სამუშაოები განხორციელდა. ჩვენ GWP-სთან კომუნიკაცია გვექნება და ამ პრობლემას აუცილებლად მოვაგვარებთ. ბოლო ეტაპი კი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იქნება”, - განაცხადა კახა კალაძემ. პროექტის მიხედვით, დასახლებაში გაკეთდება ცენტრალური კოლექტორი, რის შემდეგაც წყალარინების ქსელი ვარდისუბნისა და საზანოს ქუჩებზე მოეწყობა. ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 903 172 ლარი დაიხარჯება დამას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გზა“ განახორციელებს. მუხიანი 2-ის დასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2019 წელს დასრულდება.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)