|
2018-09-10 18:23:03, 1045 ნახვა
საზოგადოება
კაჩინსკის ქუჩის რეაბილიტაციის გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
ინფრასტრუქტურული სამუშაოებიდან გამომდინარე, ხვალ, ღამის 00:00 საათიდან 30 ოქტომბრამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება ლეხ კაჩინსკის ქუჩის ქეთევან დედოფლის გამზირისა და აწყურის ქუჩის მონაკვეთზე. შესაბამისად, მერიის ცნობით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები დროებით შეიცვლება. „N37 ავტობუსი აეროპორტიდან სადგურის მოედნისკენ მოძრაობისას, ჯორჯ ბუშის ქუჩიდან კვლავ კახეთის გზატკეცილისკენ მობრუნდება და აწყურის ქუჩისა და კახეთის I შესახვევის გავლით ქეთევან დედოფლის გამზირს მეტროსადგურ „ისანთან“ დაუკავშირდება. ბუშის ქუჩიდან ქალაქის ცენტრისკენ გადაადგილებისას, მიკროავტობუსები N27, N167 და N183 კაჩინსკის ქუჩიდან აწყურის ქუჩაზე მარჯვნივ შეუხვევენ და კასპის ქუჩიდან მოძრაობას ქეთევან დედოფლის გამზირზე განაგრძობენ. ქალაქის ცენტრალური უბნებიდან კახეთის გზატკეცილის მიმართულებით მოძრაობისას, N27 და N183 მიკროავტობუსები ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბოჭორმის ქუჩით მობრუნდებიან, გაივლიან კასპის, შემდგომ კი - აწყურისა და ნორიოს ქუჩებს და ავლიპ ზურაბაშვილის ქუჩიდან კახეთის გზატკეცილზე აუხვევენ“, - აცხადებენ მერიაში.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)