|
2018-09-10 15:18:54, 692 ნახვა
საზოგადოება
კოჯორში, ერისთავის I და II შესახვევში, ქვაფენილის ახალი გზა ეწყობა
მთაწმინდის გამგებელმა დავით კირკიტაძემ კოჯორში, ერისთავის I და II შესახვევში, ქვაფენილის ახალი, კაპიტალური გზის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნულ მისამართზე ამ დროისთვის ბაზალტის ქვაფენილი იგება, რომელიც სავალი ნაწილის 1 500 კვ.მ ფართობს მოიცავს. გზის მშენებლობის ფარგლებში, უკვე მოეწყო მიწისქვეშა კომუნიკაციები. საგზაო სამუშაოების დასრულებისთანავე ქუჩაზე 416 გრძივი მეტრი სანიაღვრე სისტემა და 370 გრძივი მეტრი წყალარინების ახალი ქსელები იფუნქციონირებს. ერისთავის I და II შესახვევში კაპიტალური გზა დღემდე არ არსებობდა და უამინდობის დროს მოსახლეობა შეუზღუდავად ვერ გადაადგილდებოდა. გარდა ამისა, ნიაღვარი, რომელიც ერისთავიდან ძლიერი წვიმების დროს მოედინებოდა მოძრაობას ადგილობრივებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან, პარალელურ ქუჩაზეც აფერხებდა. ქვაფენილის ახალი გზის მოწყობის სამუშაოები კოჯორში სექტემბრის ბოლოს დასრულდება. ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის მთაწმინიდს გამგეობის ბიუჯეტიდან 413 ათასი ლარია გამოყოფილი.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)