|
2018-09-06 10:20:47, 889 ნახვა
საზოგადოება
ფოთში მომხდარი აფეთქების შედეგად, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა
ფოთში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. მამაკაცი, რომელიც მკურნალობას ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში განაგრძობს კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება. „კატასტროფის სამსახურის ბრიგადის მიერ, ფოთის საავადმყოფოდან გადმოყვანილ იქნა მამაკაცი, დიაგნოზით - დაუზუსტებელი ფეთქებადი ნივთიერების მიერ მიყენებული სხეულის მრავლობითი დაზიანება. პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის არის უკიდურესად მძიმე. კომატოზურ მდგომარეობაშია, იმყოფება მართვის სუნთქვაზე. სასიცოცხლო ჩვენებით გადაყვანილია საოპერაციო ბლოკში“, - განაცხადა ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორმა სულხან ორჟონიამ. რაც შეეხება მეორე დაშავებულს, მედიკოსების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შეგახსენებთ, ფოთში გუშინ გამთენიისას აფეთქება მოხდა, რის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)