|
2018-09-04 15:55:20, 1329 ნახვა
სამართალი
დედის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულს 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დედის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ტ.გ. დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 111 120-ე მუხლით. პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 11 მაისს, ტ.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების დროს დედას - გ.კ.-ს თავის არეში მობილური ტელეფონი ჩაარტყა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „ტ.გ.-ს ქმედებით დაზარალებულს მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიადგა ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. სამართალდამცველებმა ტ.გ. 2018 წლის 19 მაისს ქ.მარნეულში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111 120-ე მუხლით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია) წარედგინა. ბრალდებულ ტ.გ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა იქნა გამოყენებული. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ტ.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
ნანა სანდერს საპროცესო გაუფორმდა, ის ციხიდან 6 ნოემბერს გამოვა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)