|
2018-09-03 14:06:55, 2082 ნახვა
საზოგადოება
კომისიის დასკვნა - გამოძიებამ ხელი დააფარა მირზა სუბელიანს, მის ოჯახის წევრებსა და ნათესავებს
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დასკვნის ახალი ნაწილი გაასაჯაროვა. დასკვნის ახალი ნაწილის თანახმად, საქმეში მირზა სუბელიანის გამოჩენის შემდეგ გამოძიება ტენდენციურად წარიმართა. კერძოდ, მირზა სუბელიანის შვილის ა.ს-ს მიმართ არ ჩატარდა, ან დაგვიანებით ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. "გამოძიებამ არ ჩაატარა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები: არ აიღო ანაწმენდები და ფრჩხილის ნიმუშები, არ ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, არ გაჩხრიკა მისი საცხოვრებელი სახლი, დროულად არ ამოიღო მისი მობილური ტელეფონი, არ ამოიღო ა.ს. და მ.კ.-ს მიმოწერა სოციალურ ქსელში - ამ მიმოწერის ამოღებით გამოძიება დაადგენდა დანაშაულის მოტივს და განზრახვას და ორგანიზების დეტალებს. არ ამოიღო ა.ს.-ს ზურგჩანთა და შავი ფერის ქურთუკი, არ ჩაატარა არც ერთი ფარული ღონისძიება, მათ შორის ტელეფონით მიყურადება", - წერია დასკვნაში. ასევე, კომისიის დასკვნის მიხედვით, დავით სარალიძის მკვლელობაში პროკურატურის მხრიდან აქამდე დაუდგენელ ფიგურანტს - მ.კ.-ს ხელშ ეჭირა ნივთი, რომელსაც ფარდულში ჩხუბის დროს ურტყამდა დავით სარალიძეს: "საქმის მასალებში აღმოჩნდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ფიქსირდება თუ როგორ აჩვენებს მ.კ. მის მეგობრებს აღნიშნულ საგანს", - წერია დასკვნაში და ხაზგასმულია, რომ ეს ჩანაწერი გამოძიებისთვის ხელმისაწვდომი იყო, თუმცა კომისიის შექმნამდე პროკურატურას ეს დეტალი არ დაუფიქსირებია. გარდა ამისა, დასკვნის საფუძველზე დადგინდა, რომ მიხეილ კალანდიას ქმედებებში დანაშაულის ნიშნები იკვეთება და მის მიმართ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)