|
2018-09-02 11:39:06, 1486 ნახვა
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1970 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.თ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომანქანით გადაადგილებისას დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 5-იდან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო გ.თ.-ს მიერ დანაშაულის დაფარვის მიზნით ავტომანქანიდან გადაგდებული, 23 შეკვრად დაფასოებული, კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ჰეროინს, მორფინის მარილს და კოდეინის მარილს შეიცავს. გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
ნანა სანდერს საპროცესო გაუფორმდა, ის ციხიდან 6 ნოემბერს გამოვა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)