00:37 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-30 10:09:50, 575 ნახვა

საზოგადოება
28 ოქტომბერს საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო განკარგულება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №49 თერჯოლის საარჩევნო ოლქის №49.18 ძევრის თემისა და №54 სამტრედიის საარჩევნო ოლქის №54.01.04 სამტრედიის ქალაქის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გასამართი თერჯოლისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ.

ცესკო-ს ცნობით, თერჯოლისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.

დღესვე, კომისიამ მიიღო დადგენილება საქართველოს პრეზიდენტისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის შემთხვევაში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ; ასევე დადგენილების შესაბამისად განისაზღვრა თერჯოლისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი. კომისიამ 2018 წლის 28 ოქტომბრის შუალედური არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკიც დაამტკიცა.

ცესკომ მიიღო განკარგულება 2018 წლის 28 ოქტომბერს ერთდროულად სხვადასხვა სახის არჩევნების გამართვის გამო, საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის მინიჭების დამატებითი წესის და ვადების განსაზღვრის თაობაზე. სხდომაზე 2018 წლის 28 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საინიციატივო ჯგუფის მიერ კანდიდატის წარსადგენად საჭირო მხარდამჭერთა ხელმოწერების ოდენობაც დადგინდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics