|
2018-08-24 18:41:50, 1210 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველი გამოცემის პრეზენტაციას დაესწრო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველი გამოცემის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, უახლოეს მომავალში ქვეყანას ახალი, ევროპული ტიპის, დემოკრატიული კონსტიტუცია ექნება. „მინდა მივულოცო ყველას ეს მნიშვნელოვანი დღე. კონსტიტუცია ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი იურიდული დოკუმენტია. „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციაში გარკვეული ცვლილებები განახორციელა, რომელიც ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებულია. კონსტიტუციაზე მუშაობს არამხოლოდ მმართველი გუნდი, არამედ საზოგადოების ფართო წრე, სხვადასხვა ექსპერტები. დოკუმენტის მიღების შემდეგ, ჩვენ გვექნება ევროპული ტიპის, დემოკრატიული კონსტიტუცია და საპარლამენტო რესპუბლიკა“, - განაცხადა კახა კალაძემ. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და GIZ-ის სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორმა რონალდ შტოირერმა. საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებული კონსტიტუცია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით დაიბეჭდა.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)