|
2018-08-24 12:27:22, 843 ნახვა
საზოგადოება
მერკელი: საქართველოსთვის და დასავლეთ ბალკანური ქვეყნებისთვის, გერმანიაში სამუშაო კვოტებს შევქმნით
„საქართველოსთვის და დასავლეთ ბალკანური ქვეყნებისთვის ჩვენ სამუშაო კვოტებს შევქმნით, რათა დასაქმების ლეგალური, სამართლებრივად გამართლებული გზები არსებობდეს“, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. კანცლერის განცხადებით, შეიქმნება ახალი დარგის სპეციალისტების კანონპროექტი, რომლის დეფიციტიც გერმანულ ბაზარზეა. „ჩვენ ვამუშავებთ ახლა დარგის სპეციალისტების კანონპროექტს, არა ზოგადად, მაგრამ ცალკეული პროფესიებისთვის, სადაც არის დიდი დეფიციტი გერმანულ ბაზარზე. ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, მათ შორის საქართველოსთვის, მათ შორის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის ჩვენ ამ კვოტებს შევქმნით, ჩამოვაყალიბებთ, რათა დასაქმების ლეგალური, სამართლებრივად გამართლებული გზები არსებობდეს, მათ შორის გაძლიერდეს პროფესიული სკოლები მრავალი მიმართულებით. ამას გარდა, მნიშვნელოვანია გერმანული ენის ხელშეწყობა უმაღლესი განათლების მიღება, რათა ათვისებული და გაძლიერებული იქნას გერმანიაში აღიარებული პროფესიული ხელობა. ეს არის ძალიან რთული, რასაც ადამიანები ითვისებენ, სწავლობენ და ისევ და ისევ ამ ადამიანებს უნდა შეეძლოთ ამის გამოყენება“, - განაცხადა მერკელმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)