|
2018-08-23 14:12:01, 983 ნახვა
საზოგადოება
ვაჟა-ფშაველას I კვარტალში სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა
ვაჟა-ფშაველას I კვარტლის N20 კორპუსის მიმდებარედ, 3500 კვ.მ. ფართობზე დასასვენებელი სივრცე კეთილმოეწყო. სკვერის რეაბილიტაცია ვაკის რაიონის დაკვეთით კომპანია „ინტერტექნოლოგმა“ განახორციელა. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, სკვერში განახლდა საბავშვო მოედანი, ამფითეატრი, აუზი, მოეწყო სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, გარე განათების სისტემა და დაიგო ბალახი. პროექტის ღირებულებამ 254 397 ლარი შეადგინა. განახლებულ სკვერში ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე შეხვდა. „ვაკის რაიონში, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან ერთად აქტიურად მიმდინარეობს სკვერების მოწყობა-რეაბილიტაციის პროცესი, რაც ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში ბავშვებს ჰქონდეთ კეთილმოწყობილი და გამწვანებული გარემო. ამ სკვერში ჩვენ განვაახლეთ საბავშვო მოედანი, ფანჩატური, ამფითეატრი, სამუშაოების შედეგად მოპირკეთდა სავალი ბილიკები და დაირგო ბალახი, მოეწყო განათების სისტემა, დაიდგა საპარკე სკამები და სანაგვე ურნები. ამ სკვერს ასევე აქვს გაგრძელება გზის მეორე მხარეს და სამომავლოდ იმ ტერიტორიის კეთილმოწყობასაც ვგეგმავთ“, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)