|
2018-08-22 12:01:04, 1079 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიამ 220 ერთეული ახალი ავტობუსის შესყიდვის პროცესი დაიწყო
თბილისის მერიამ 220 ერთეული ახალი ავტობუსის შესყიდვის პროცესი დაიწყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მერმა განაცხადა, 2019 წლის ბოლომდე არსებული ავტობუსების პარკი სრულად ჩანაცვლდება. „მერიამ უკვე დაიწყო 220 ერთეული, 8-მეტრიანი, ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსის შესყიდვის პროცესი. როგორც ვპირდებოდით მოსახლეობას, 2019 წლის ბოლოსთვის ჯამში 550 ერთეული ახალი ავტობუსი იქნება შემოყვანილი და არსებული ყვითელი ავტობუსების პარკი სრულად იქნება ჩანაცვლებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისი თქმით, რამდენიმე თვეში, მიმდინარე კვლევის საფუძველზე დადგინდება არის თუ არა დედაქალაქში ავტობუსების დამატების საჭიროება. დედაქალაქის მერის განცხადებით, 2018 წლის ბოლოს თბილისში უკვე შესყიდული 90 ერთეული ავტობუსი შემოვა. (NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)