|
2018-08-22 11:42:40, 1060 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ მოადგილეს საფეხმავლო ხიდების კონცეფციის შემუშავება დაავალა
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს საფეხმავლო ხიდების კონცეფციის შემუშავება დაავალა. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ არსებული ხიდებით სარგებლობა მოუხერხებელია მოსახლეობისთვის, პრობლემას წარმოადგენს მათი ვიზუალური მხარეც. „ვფიქრობ, აქ უნდა ჩავრთოთ არქიტექტორები, ყველა, ვისაც სურვილი აქვს, რომ ისეთი პროექტები შევიმუშაოთ, რომელიც ვიზუალურადაც მისაღები იქნება და ასვლა-ჩამოსვლა მოსახერხებელი იქნება. დღეის მდგომარეობით, შშმ პირებისთვის შეუძლებელია ამ ხიდებით სარგებლობა, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ამიტომ, გავალებთ, რომ ძალიან მალე შემუშავდეს კონცეფცია და ვიზუალი, თუ როგორი უნდა იყოს ეს ხიდებ“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის განცხადებით, იერსახეს ამახინჯებს სარეკლამო აბრებიც, რომლებიც გადასასვლელი ხიდის კონსტრუქციის მსგავსად, გზის მთელ სიგანეზეა დამონტაჟებული. „მინდა ირაკლი ბენდელიანს დავავალო კომუნიკაცია ბიზნესთან, რომ ეს ყველაფერი მოვაწესრიგოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა დავაზიანოთ ბიზნეს ინტერესები, მაგრამ ბიზნესი არ უნდა განხორციელდეს ქალაქის იერსახის ხარჯზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)