21:43 - 18 Aug, 2026
|
2018-08-21 13:32:32, 1276 ნახვა
საზოგადოება
ღვინის აღმართზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდა
ბარათაშვილის აღმართზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სატრანსპორტო მოძრაობა ერთი კვირით ღვინის აღმართზეც შეიზღუდა. დედაქალაქის მერიამ ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართის კაპიტალური რეაბილიტაცია ერთი თვის წინ დაიწყო. მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა, 15 000 კვადრატულ მეტრზე დაიგება ასფალტის საფარი, შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყობა ტროტუარები, განახლდება გარე განათება, დამონტაჟდება ახალი მოაჯირები და დეკორატიული სანათები. პროექტის განხორციელების მიზნით დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 233 233 ლარი დაიხარჯება. ინფრასტრუქტურული სამუშაოები კიდევ ორი თვე გაგრძელდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)