|
2018-08-20 13:01:17, 1243 ნახვა
საზოგადოება
II კვარტალში სასაკლაოებში 127 700 სული პირუტყვი და 2 366 600 ათასი ფრინველი დაიკლა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის II კვარტალში საქართველოში 100 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა. საქსტატის ცნობით, მათგან 19 პროცენტი - ქვემო ქართლში, 15 პროცენტი - კახეთში, 14 პროცენტი - შიდა ქართლში, 12 პროცენტი - იმერეთში, 10 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 30 პროცენტი სხვა რეგიონებშია განთავსებული. „გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2018 წლის II კვარტლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 127,7 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 34,6 პროცენტი მსხვილფეხა, ხოლო 65,4 პროცენტი - წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2366,6 ათასი ერთეულით განისაზღვრა. სასაკლაოების მიერ 2018 წლის II კვარტლის განმავლობაში 9686,3 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 45,7 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 33,4 პროცენტი - ფრინველის, 12,9 პროცენტი - ღორის, 7,9 პროცენტი - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო 0,1 პროცენტი - სხვაზე. მომსახურება გაეწია 11,5 ათას პირს, საიდანაც 37,3 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1062 კაცი შეადგინა. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლა - 22.8 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლა - 9,0 ლარი, ხოლო ღორის დაკვლა - 19,4 ლარი“, - ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.
კვლევის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე - სასაკლაოების, ელევატორებისა და სამაცივრე მეურნეობების გამოკვლევის ძირითადი შედეგები (2018 წლის II კვარტალი)
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)