21:44 - 18 Aug, 2026
|
2018-08-18 22:46:40, 1266 ნახვა
საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში თელავიდან და ახმეტიდან შემოსულია 51 შეტყობინება
თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში წყლის დონემ იკლო - მიმდინარეობს გზების გაწმენდისა და საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში თელავიდან და ახმეტიდან შემოსულია 51 შეტყობინება. ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურის, ადგილობრივი ხელისუფლების, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები. ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად ორივე მუნიციპალიტეტში დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სარდაფები და ეზოები. პრობლემები შეექმნა ავტომანქანების გადაადგილბასაც. ძლიერი ნალექისგან შექმნილი პრობლემების გამო არავინ დაშავებულა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)