|
2018-08-18 16:12:47, 1290 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი „მედცენტრი“ გაიხსნა
ბათუმში ახალი მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი „მედცენტი“ გაიხსნა. ცენტრის საზეიმო გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან, მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შეკრებილ სამედიცინო საზოგადოებას და მომუშავე პერსონალს ახალი ცენტრის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ადგილობრივ მოსახლეობას მაღალი ხარისხის სამედიცონო სერვისები უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებოდეს. 140 საწოლზე გათვლილ ჰოსპიტალში 15-მდე ძირითადი მიმართულებაა და თითოეული მიმართულება მაღალტექნოლოგიური აპარატით არის აღჭურვილი. წელსვე, ჰოსპიტალის მომსახურებებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და ინერვენციული კარდიოლოგიის მიმართულება დაემატა. სრულად განახლდა დიაგნოსტიკური რგოლი. „ მედცენტრი“ არის დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთი ჰოსპიტალი, რომელსაც ყველა სამედიცინო მომსახურება ერთ სივრცეში აქვს გაერთიანებული. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)