|
2018-08-17 12:44:40, 718 ნახვა
საზოგადოება
გადაუდებელ სამედიცინო შემთხვევებზე რეაგირებისთვის პარამედიკოსების მესამე ჯგუფის მომზადება დასრულდა
სპეციალურად გადაუდებელ სამედიცინო შემთხვევებზე რეაგირებისთვის პარამედიკოსების მესამე ჯგუფის მომზადება დასრულდა. 7 პარამედიკოსი რეგიონებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურებში გაიგზავნება და მაღალი პრიორიტეტის გამოძახებებს შეასრულებს. კურსდამთავრსებულებს სერტიფიკატები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ გადასცა. ამ დრომდე რეგიონებში უკვე 22 პარამედიკოსია განაწილებული. აპლიკანტები საკონკურსო წესით, მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენისა და ნორმატივების ჩაბარების საფუძველზე შეირჩნენ, რის შემდეგაც გადაუდებელი დახმარების შესახებ სპეციალურად შედგენილი თეორიული და პრაქტიკული კურსი გაიარეს. მოდულში, როგორც სასწრაფო დახმარებისა და კატასტროფის ეკიპაჟებთან, ისე კლინიკების ბავშვთა და მოზრდილთა გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში მორიგეობა შედიოდა. გადამზადების შემდეგ მათ განმეორებითი გამოცდა ჩაუტარდათ. პარამედიკოსთა მომზადების პროექტი ამიერკავკასიაში პირველად, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე ხორციელდება და რეგიონში გადაუდებელი დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)