|
2015-01-20 16:53:40, 2974 ნახვა
სამართალი
წულუკიანი: იური ვაზაგაშვილის შვილის საქმეზე, შედეგი შესაძლოა, მალე დაიდოს
„ჩემი ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილის შვილის გამოძიების საქმე კარგ გზაზე დგას და შესაძლოა, მალე შედეგიც დაიდოს“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების საქმეზე გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო. მინისტრის შეფასებით, საგამოძიებო უწყებამ ორივე საქმეზე შედეგი უსწრაფესად უნდა დადოს. „როგორც ჩემთვის ცნობილია, თუმცა პროკურატურა ამაზე თავად ისაუბრებს, იური ვაზაგაშვილის შვილის გამოძიების საქმე საკმაოდ კარგ გზაზე დგას და შეიძლება, მალე შედეგიც დაიდოს და ეს შედეგი დაიდება. თავად ბატონი იურის ტრაგიკულად გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ 109-ე მუხლით დაიწყო გამოძიება და პროკურატურამ ორივე საქმეზე შედეგი უსწრაფესად უნდა დადოს, რათა კანონმა იზეიმოს და კანონი კანონობდეს ამ ქვეყანაში",-განაცხადა თეა წულუკიანმა.
ბუკნარში სანდასუფთავების მანქანა თანამშრომელს დაეჯახა – კაცი დაიღუპა
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენელი გორდულაძე რუსების მასიურ შემოდინებას ისევ ნაცებს აბრალებს
მიხეილ სააკაშვილი – ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები სინამდვილეში ყოველთვის იყვნენ რეჟიმის დანამატები, იდიოტები
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ „პატრიოტის“რამდენიმე რაკეტა მიიღო
რუსეთმა მოლდოვასთან სასაზღვრო კიდევ ერთ პუნქტი დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)