16:43 - 26 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-26 15:56:17, 224 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენელი გორდულაძე რუსების მასიურ შემოდინებას ისევ ნაცებს აბრალებს

ბოლო პერიოდში ლარსის გამშვები პუნქტიდან უფრო მეტი ადამიანი გავიდა, ვიდრე შემოვიდა. ეს სტატისტიკაა, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ასე ძალიან არ უყვარს, – ამის შესახებ  ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია რუსოფობიით შუღლის ჩამოგდება და დაძაბულობის შექმნა.

„ავრცელებენ საპირისპირო ინფორმაციას, თითქოს საქართველოში რამდენიმე ასეულობით ათასი ადამიანი შემოდის, ქვეყანაში რჩებიან და მოქალაქეობას იღებენ. ეს აბსოლუტური ტყუილია. მოქალაქეობის მინიჭება კანონით გათვალისწინებული წესით ხდება. „ნაცმოძრაობის“ კამპანია მას შემდეგ დაიწყო, რაც გარე პატრონებმა მისცეს დავალება, რომ უნდა ებრძოლონ ყველაფერს, რაც ქართულ საზოგადოებას ხელს აძლევს. მათი მიზანია, რუსოფობიით შუღლი ჩამოაგდონ და დაძაბულობა შექმნან. 16 წლის წინ მათი ლიდერი და სისხლიანი რეჟიმის შემქმნელი მიხეილ სააკაშვილი ლარსის გამშვებ პუნქტთან ფლაერებს არიგებდა და რუს ტურისტებს ქვეყანაში ეპატიჟებოდა. ვანო მერაბიშვილი ამბობდა, რუსულ ფულს სუნი არ ასდისო, ლაკა ხოშტარია და ზურა ჯაფარიძე რუსულ ინვესტიციებს ახალისებდნენ და მიესალმებოდნენ. ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიებზე გაასხვისეს. მაშინ მათი მოქმედება ასეთი იყო, რადგან დავალებაც ასეთი ჰქონდათ. ახლა დავალება შეიცვალა და მითითებაა, რომ ქსენოფობიური კამპანია ჰქონდეთ. 2008 წლის აგვისტოს ომიდან მალე გრიგოლ ვაშაძე რუსეთის კულტურის სამინისტროს წერილით მიმართავდა, რომ ქვეყნებს შორის კულტურული თანამშრომლობა აღმდგარიყო. ამის შემდეგ, ევროსაბჭოში რეზოლუციის მხარდაჭერა და რუსეთისთვის მიყიდული სტრატეგიული ობიექტებიც გვახსოვს. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას მხარი ისე დაუჭირეს, რომ საქართველოს ამით არაფერი მიუღია. თურმე, მაშინ რუსეთი ოკუპანტი არ ყოფილა და ოკუპანტი უკრაინის ომის შემდეგ გახდა. მაშინ გარე პატრონების მითითება სხვა იყო, ახლა შეიცვალა. ახლა მიზანია, საქართველოში მშვიდობა არ იყოს, უბედურება იყოს, რომ აგენტურამ ჯიბის გასქელება შეძლოს და შეიქმნას გარე მმართველობას დაქვემდებარებული რეჟიმი, რაც ქვეყანაში მათ დროს მძვინვარებდა“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუკნარში სანდასუფთავების მანქანა თანამშრომელს დაეჯახა – კაცი დაიღუპა
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენელი გორდულაძე რუსების მასიურ შემოდინებას ისევ ნაცებს აბრალებს
მიხეილ სააკაშვილი – ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები სინამდვილეში ყოველთვის იყვნენ რეჟიმის დანამატები, იდიოტები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics