20:53 - 18 Aug, 2026
|
2018-08-16 12:06:34, 663 ნახვა
საზოგადოება
ილია მეორემ იტალიის პრეზიდენტს სამძიმრის წერილი გაუგზავნა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ქალაქ გენუაში ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა გამო, იტალიის პრეზიდენტს სერჯო მატარელას უსამძიმრებს. „ბატონო პრეზიდენტო, დიდად ვწუხვართ ქალაქ გენუაში ხიდის ჩამონგრევის შედეგად მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. აღვავლენთ ლოცვებს, რათა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ასევე დაზარალებულთ ღმერთმა მისცეს სულიერი ძალა ამ მძიმე განსაცდელის გადასატანად. მიიღეთ ჩვენი თანაგრძნობა. გთხოვთ, სამძიმარი გადასცეთ მათ და იტალიელ ხალხს. ღრმა პატივისცემით სრულიათ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“ , – ნათქვამია პატრიარქის წერილში. შემთხვევა გენუაში 14 აგვისტოს მოხდა. ხიდის ჩამონგრევას, ბოლო მონაცემებით, 39 ადამიანი ემსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)