|
2018-08-16 11:09:25, 597 ნახვა
საზოგადოება
თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, სამუშაოები 36 მისამართზე მიმდინარეობს
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის თანახმად, ჩუღურეთის რაიონში, სხვადასხვა სახის სამუშაოები 36 მისამართზე მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში, შენობა-ნაგებობების გამაგრება, წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია, სახურავების შეცვლა, სადარბაზოების განახლება და სხვა სახის სამუშაოები ხორციელდება, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს. მათივე ცნობით, თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, სამუშაოების წარმოება 40 ობიექტზე უკვე დასრულდა, უახლოეს მომავალში კი, სამუშაოების დაწყება 47 მისამართზე იგეგმება. მიმდინარე სამუშაოებისთვის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ 688 743 ლარია გამოყოფილი. წლის ბოლომდე კი, სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად, დამატებით, ორ მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის თანახმად, გამგეობა ამხანაგობებს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სრულად, 100%-ით დაუფინანსებს. თავად ამხანაგობა კი ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის თანხა ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს. თანადაფინანსების ახალი წესი მოსახლეობას საშუალებას აძლევს, გამგეობის დახმარებით, ისეთი სამუშაოები აწარმოოს, რომლის შესრულება საკუთარი ფინანსებით რთული იქნებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)