|
2018-07-28 11:18:59, 934 ნახვა
სამართალი
ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია დღეს კიდევ 3 არასრულწლოვანს გამოკითხავს
ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია არასრულწლოვნების გამოკითხვას აგრძელებს. კომისიის კითხვებს დღეს კიდევ 3 მოზარდი უპასუხებს, რომლებიც ჩხუბის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ. როგორც კომისიის წევრმა, ირაკლი აბესაძემ განაცხადა, მათ შესაძლოა, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება შეძლონ. „დღეს კომისიაზე გამოვკითხავთ კიდევ 3 არასრულწლოვანს, რომლებიც შემსწრე არიან ამ ჩხუბის და შესაძლებელია იცოდნენ მნიშვნელოვანი გარემოებები. სამწუხაროდ ორი მათგანი თავის დროზე გამოძიებას არ დაუკითხავს. ვგულისხმობ მკვლელობის ჩადენიდან პირველ დღეებს, როდესაც მათ შესაძლებლობა ექნებოდათ უფრო მეტი დეტალი გაეხსენებინათ მათ მიერ გაგონილი საუბრების და დანახული ფაქტების შესახებ. მიუხედავად ამისა, დღესაც ხერხდება ამ არასრულწლოვანებისგან გარკვეულ გარემოებებზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება და იმედი გვაქვს, ასეთი ტიპის ინფორმაცია გვექნება მიღებული“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ. შეგახსენებთ, გასული წლის პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების დროს ორი მოზარდი - ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე დაჭრეს. დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი, ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა. მკლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააპატიმრეს, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაში მიეცა. 1 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ.-ს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ჯ.-ს 9 წლითა და 9 თვით. გარდა ამისა, 8 ივნისს ამავე საქმეზე მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით მერაბ მორჩაზე, ხოლო 9 ივნისს, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი დააკავეს. ორივე მათგანს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 19 ივლისს შსს-მ საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით კიდევ ერთი პირი - არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავა. სასამართლომ 21 ივლისს, აღკვეთის ღონისძიების სახით, მასაც პატიმრობა შეუფარდა.
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)