22:57 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-02 14:54:14, 4091 ნახვა

საზოგადოება
მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია - transparency international

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. 

"ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ იჭერენ, კლავენ და სპეციალურ სამარხებში მარხავენ, ხელისუფლების მითითებით, მიუსაფარ ძაღლებს. მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების ადგილიდან გაყვანისა და უკან არდაბრუნების პრაქტიკა ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო სტანდარტებს, ისე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. ევთანაზიის ჩარჩოებში ვერაფრით ჯდება ჯანმრთელი, არააგრესიული და ვაქცინირებული ძაღლების მოკვლა.

ხელისუფლების პოლიტიკა მიუსაფარი ცხოველების მიმართ არა მხოლოდ არაჰუმანური და უკანონო, არამედ არაეფექტიანიც არის. არაჰუმანური მეთოდის გამოყენება ვერ აგვარებს ჰიპერპოპულაციის საკითხს, რადგან ტერიტორიაზე კვლავ გამოჩნდებიან ადამიანებისგან მიტოვებული ახალი ცხოველები. პრობლემის სისტემური გადაწყვეტა პატრონიანი ცხოველების გამრავლების კონტროლს, სტერილიზაციის პროგრამების გაფართოებასა და პრევენციას მოითხოვს და არა მიუსაფარი ძაღლების განადგურებას.

TV პირველის სიუჟეტში გახმოვანებული ინფორმაცია და მტკიცებულებები აუცილებელს ხდის სწრაფი, ეფექტიანი და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას, თავშესაფრებში ყოველი ცხოველის მიღების, მკურნალობისა და გაშვების ჩანაწერების გასაჯაროებასა და თავშესაფრების დამოუკიდებელ ინსპექტირებას.

კანტი გვახსენებს, რომ ცხოველის მიმართ სისასტიკე ადამიანის გულზე მეტყველებს, სახელმწიფოს შემთხვევაში კი - მისი ინსტიტუტების ხასიათზეც: რამდენად ემორჩილება სახელმწიფო საკუთარ კანონებს, რამდენად გამჭვირვალეა მის მიერ განხორციელებული ზომები და როგორ ეპყრობა ის მათ, ვისაც ხმის ამოღება არ შეუძლია". - წერს TI. 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სტრიკლენდი დვალიშვილი ნურმაგამედოვის ინციდენტზე - უსმან ნურმაგომედოვი ბ**ის პირდაპირი განმარტებაა
მერაბ დვალიშვილი—ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს
თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს
ფიფია - დროა, რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული კავშირისკენ ნაბიჯი გადავდგათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics