|
2018-07-27 11:11:30, 1833 ნახვა
მსოფლიო
საბერძნეთში დაღუპულთა რაოდენობამ 87-ს მიაღწია - ხანძარი შესაძლოა, ხელოვნურად გააჩინეს
საბერძნეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 87-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ AP იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სტიქიის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანებები 200-ზე მეტმა ადამიანმა, მათ შორის 23-მა ბავშვმა მიიღო. ამ დროისთვის უცნობია, თუ რამდენი ადამიანი ითვლება დაკარგულად. მედიის ცნობით, რტული მეტეოლოგიური პირორბების გამო ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება. ცეცხლი დასახლებულ პუნქტებამდეა მისული. დაიწვა ასობით სახლი. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ხანძარი სავარაუდოდ ხელოვნურად არის გაჩენილი. მოქალაქეები ხანძრისგან თავის დაღწევას ცდილობენ და საცხოვრებელი სახლების სახურავებზე ადიან. საბერძნეთში ბოლო პერიოდის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. ცნობისთვის, ხანძარი საბერძნეთში უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში მძვინვარებს. დღეს საბერძნეთმა დახმარების თხოვნით ევროპის სხვადასხვა ქვეყნებს მიმართა. ესპანეთის მთავრობა, გადაწყვიტა, რომ საბერძნეთის დასახმარებლად 2 თვითმფრინავი გამოყოს.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)