14:09 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-22 12:36:36, 1144 ნახვა

სამართალი
საპატიმროში მირზა სუბელიანის და თენგიზ კალანდის გამოკითხვა მიმდინარეობს

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები ბრალდებულებს – მირზა სუბელიანსა და თენგიზ კალანდიას გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამოკითხავენ.
კომისიის წევრის, ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, მირზა სუბელიანისა და თენგიზ კალანდიას გამოკითხვის დროს დასვამენ ყველა შეკითხვას, რომელმაც აღნიშნულ საქმეზე საზოგადოების ინტერესი გამოიწვია.

ოხანაშვილის თქმით, ისინი ეცდებიან მიიღონ მაქსიმალური ინფორმაცია, თუკი ეს საგამოძიები კომისიის მუშაობას გამოადგება.
როგორც კომისიის წევრმა, ირაკლი აბესაძემ განაცხადა, ძირითადი კითხვები მირზა სუბელიანთან ექნებათ და დაინტერესდებიან, იყო თუ არა გამოძიება ტენდენციური, რადგან მისი ოჯახის წევრები იყვნენ ამ ტრაგედიის ფიგურანტები.

„დღეს საგამოძიებო კომისია გამოკითხავს მირზა სუბელიანს და თენგიზ კალანდიას. რა თქმა უნდა, შეკითხვების ძირითადი ნაწილი მიმართული იქნება მირზა სუბელიანისადმი, რამდენად ერეოდა ის გამოძიებაში, რამდენად ხდებოდა გამოძიების წარმართვა ტენდენციურად იმის გამო, რომ მისი ოჯახის წევრები იყვნენ მონაწილეები და ფიგურანტები ამ მძიმე ტრაგიკული შემთხვევის.

გვექნება დეტალური შეკითხვები, რომ დავადგინოთ რამდენად სიმართლეს საუბრობენ ისინი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში და ხომ არ არის ისეთი გარემოებები, რომელიც ადასტურებს მის თანამდებობრივ მდგომარეობის გამოყენებას იმისთვის, რომ გამოძიება არათანმიმდევრულად წასულიყო და მიგვეღო ისეთი ბუნდოვანი შედეგი რომელიც გვაქვს“,- განაცხადა აბესაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წილოსანი ევროპის ქვეყნებზე - სულ ცოტა დრო გავიდა და ანალოგიურმა ძალადობრივმა აქციებმა ევროპის ქვეყნების ქუჩებშიც იფეთქა
ლაშა ფარულავა - მოვითხოვთ, შეწყდეს ხალხის სოციალური ტერორი და „ოცნებამ“ პასუხისმგებლობა აიღოს გაძვირებულ ცხოვრებაზე, საწვავი 5 ლარს გასცდა
უკრაინამ ერთ თვეში მეხუთედ დაარტყა რუსეთის უდიდეს ნავთობის ჰაბს სამარის რეგიონში
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics