13:40 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-02 12:24:22, 482 ნახვა

პოლიტიკა
ლაშა ფარულავა - მოვითხოვთ, შეწყდეს ხალხის სოციალური ტერორი და „ოცნებამ“ პასუხისმგებლობა აიღოს გაძვირებულ ცხოვრებაზე, საწვავი 5 ლარს გასცდა

ზამთარში „ქართული ოცნება“ არამხოლოდ გათბობას უძვირებს ხალხს, არამედ ცხოვრებასაც, ვინაიდან ეს გაძვირება შეეხება ბიზნესს, შეეხება საწარმოებს, გაძვირდება პური და პურ-პროდუქტები, გაძვირდება ხალხის ცხოვრება  – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” მმართველობითი საბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

ლაშა ფარულავას თქმით, დღეს საქართველოს მოქალაქეებს უწევთ არჩევანი გააკეთონ მედიკამენტის ყიდვას, პურ-პროდუქტების ყიდვასა და გათბობის ჩართვას შორის. მისივე თქმით, გაძვირებულ ცხოვრებაზე და და გაზრდილ ფასებზე „ქართულმა ოცნებამ“ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა.

„ეს არის სოციალური ტერორი, რომელსაც ივანიშვილი და მისი გუნდი უწყობს ხალხს. ჩვენ მოვითხოვთ სემეკისგან უარი თქვას ამ სისტემის შემოღებაზე, ჩვენ მოვითხოვთ, რომ შეწყდეს ქართველი ხალხის სოციალური ტერორი და „ქართულმა ოცნებამ“ აიღოს პასუხისმგებლობა გაძვირებულ ცხოვრებაზე, გაზრდილ ფასებზე - საწვავი 5 ლარს გასცდა, ეს არის მათი ეკონომიკური პოლიტიკის კრახი, ეს მათი, კონკრეტულად ირაკლი კობახიძის ჩავარდნაა, ამიტომ მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ სოციალურ ტერორზე და მან უნდა თქვას, რომ მისი დანაშაულია ის, რომ ქართველ ხალხს უძვირდება ცხოვრება, უძვირდება გათბობა, უძვირდება პირველადი მოხმარების პროდუქცია. ჩვენ თანამოქალაქეებს ყოველდღიური არჩევანის გაკეთება უწევთ მედიკამენტი შეისყიდონ, გათბობა ჩართონ, თუ პური იყიდონ.

ეს არის ის მძიმე რეალობა, რომელ რეალობაშიც უწევს ცხოვრება ჩვენ თანამოქალაქეებს, ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ სოციალურ ტერორს ქართველმა ხალხმა უნდა გასცეს პასუხი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ქვეყანაში სოციალური უთანასწორობა უნდა დასრულდეს და მიგვაჩნია, რომ ამ ქვეყანაში ეს უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთად, ამიტომ ასევე ვუერთდებით 28 ნოემბრის სახალხო აქციას. ეს არ არის პარტიული აქცია, ეს არის ქართველი ხალხის აქცია და რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით ქართველ ხალხთან ერთად ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ.“- აღნიშნა ლაშა ფარულავამ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
წილოსანი ევროპის ქვეყნებზე - სულ ცოტა დრო გავიდა და ანალოგიურმა ძალადობრივმა აქციებმა ევროპის ქვეყნების ქუჩებშიც იფეთქა
ლაშა ფარულავა - მოვითხოვთ, შეწყდეს ხალხის სოციალური ტერორი და „ოცნებამ“ პასუხისმგებლობა აიღოს გაძვირებულ ცხოვრებაზე, საწვავი 5 ლარს გასცდა
უკრაინამ ერთ თვეში მეხუთედ დაარტყა რუსეთის უდიდეს ნავთობის ჰაბს სამარის რეგიონში
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics