|
2018-07-04 11:38:04, 2508 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის სასამართლომ ავთანდილ ხურციძეს სასჯელი შეუმსუბუქა
ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ ქართველ მოკრივეს ავთანდილ ხურციძეს სასჯელი შეუმსუბუქა. ინფორმაციას ხურციძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. „მოვიგეთ ის იდიოტობები: ბარიგობა, სუტინიორობა, იარაღის გაყიდვა, რაღაც საბუთების გაყალბება, არალეგარული ფულის გზავნა და ა.შ. დარჩა 2 ბრალდება: რეკეტი და გემლინგი, მაგრამ ამასაც არ ვეთანხმები. დაახლოებით გაისად ამ დროს მექნება სასამართლო. ეხლა დარჩენილია რას მომისჯიან. ამ ყველაფერს რომ მედავებოდნენ, 3 წელი შემომთავაზეს და არ ავიღე. სასამართლოს რომ წააგებ 2-ს გაძლევენ, მე 2 საქმე მოვიგე, ანუ შესაძლებელია იგივე 3 წელი მომისაჯონ. 1 უკვე ვზივარ, მინუს კიდევ კარგი ყოფაქცევა, აქაური გამოთვლით ამ სისტემის 10 თვე ერთ წლად ითვლება, იმიტომ რომ ძალიან მკაცრი რეჟიმია. ალბათ კიდევ ერთი წელი და გამათავისუფლებენ“, - წერს ხურციძე. შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ხურციძე ნიუ-იორკში, ე.წ. კანონიერი ქურდის, რაჟდენ შულაიას კრიმინალური დაჯგუფების წევრებთან ერთად 2017 წლის ზაფხულში დააკავეს. ხურციძეს რეკეტს, თავდასხმას და რამდენიმე სახის თაღლითობას ედავებიან. იგი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)