|
2018-07-03 15:19:34, 2090 ნახვა
მსოფლიო
თურქეთმა საქართველოსგან რუსი სამხედრო მფრინავის მკვლელობაში ბრალდებულის ექსტრადირება მოითხოვა
თურქეთმა საქართველოს რუსი სამხედრო მფრინავის მკვლელობაში ბრალდებულის სერქან კურტულუშის ექსტრადირების თხოვნით მიმართა, - ამის შესახებ Interfax იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ქართველმა სამართალდამცველებმა კურტულუში 29 ივნისს ბათუმში დააკავეს. ის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებდენობოდა. მედიის ცნობით, კურტულუში 2015 წელს რუსი სამხედრო მფრინავის ოლეგ პეშკოვის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დააკავეს, თუმცა მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გარდა ამისა, თურქული მხარე სერქან კურტულუშს კრიმინალური დაჯგუფების შექმნაში და სხვადასხვა უკანონო ქმედებაში ადანაშაულებს. ცნობისთვის, თურქეთის საჰაერო ძალებმა 2015 წლის 24 ნოემბერს რუსული ბომბდამშენი Су-24 ჩამოაგდეს. რუსმა მფრინავებმა კატაპულტირება მოახერხეს, თუმცა დაშვებისას მათ ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ოლეგ პეშკოვი დაიღუპა. მოგვიანებით მას გმირის წოდება მიენიჭა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)