|
2018-06-20 11:31:58, 2446 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ში დაკავებული ავთანდილ ხურციძე ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს - მას 40 წლამდე პატიმრობა ემუქრება
ნიუ-იორკში დაკავებული ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე ნაფიცა მსაჯულებმა ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს. როგორც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, ე.წ. კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაია და ავთანდილ ხურციძე დამნაშავედ იქნენ ცნობილი რეკეტსა და ფინანსურ თაღლითობასთან დაკავშირებულ ბრალდებებში. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ წლიანი პატიმრობა შეეფარდება ხურციძეს. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მოსამართლე 21 სექტემბერს გამოაცხადებს. ამასთან, New York Post-მა რამდენიმე დღის წინ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ავთანდილ ხურციძეს 40-წლიანი პატიმრობა ემუქრება. მედიის ცნობით, ბრალდების მხარემ ნაფიც მსაჯულებს რამდენიმე ვიდეომტკიცებულება წარუდგინა, რომელშიც ნათლად ჩანს, თუ როგორ ემუქრება ხურციძე ე.წ. კანონიერი ქურდის, რაჟდენ შულაიას სახელით ადამიანს და შემდეგ ფიზიკურადაც უსწორდება მას. „ერთ-ერთ ასეთ ვიდეოში ხურციძე სახეში ურტყამს მამაკაცს, რომელმაც, სავარაუდოდ, შულაიას მფლობელობაში მყოფი ერთ-ერთი სამორინედან ფული მოიპარა. შემდეგ, შულაია აღნიშნულ პირს სახეში ურტყავს და ამბობს, რომ თუ ფულს არ გადაიხდის, ამას ცუდი შედეგები მოჰყვება“, - წერს New York Post-ი. შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ხურციძე ნიუ-იორკში, ე.წ. კანონიერი ქურდის, რაჟდენ შულაიას კრიმინალური დაჯგუფების წევრებთან ერთად 2017 წლის ზაფხულში დააკავეს. ხურციძეს რეკეტს, თავდასხმას და რამდენიმე სახის თაღლითობას ედავებიან. წინასწარი მოსმენის დროს, პროკურატურამ წარადგინა 2 ვიდეომასალა, სადაც ჩანს თუ როგორ სცემს ხურციძე პოლიციის ინფორმატორს. ხურციძე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)