|
2018-06-13 11:29:02, 3278 ნახვა
მსოფლიო
მოგერინი: საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერებას მიუღებლად მივიჩნევთ
ჩვენ მიუღებლად მივიჩნევთ რუსეთის გაძლიერებას სეპარატისტულ რეგიონებში და გამყოფ ხაზებზე ფიზიკური ბარიერების აგებას, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ევროპარლამენტში განაცხადა. საქართველოში 2008 წლის ომიდან ათი წლის შემდეგ, ევროკავშირს მშვიდობისა და კონფლიქტის ნამდვილი გადაჭრისთვის მუშაობა არ შეუჩერებია. მისივე განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა ღრმაა. „ომის დროს ევროკავშირის შუამდგომლობამ კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება მოახდინა და საბოლოოდ, საომარი მოქმედებების შეწყვეტით დასრულდა. მას შემდეგ ევროკავშირი კონფლიქტის შედეგების მართვაში ცენტრალური მოთამაშეა, რეგიონში ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებასა და გრძელვადიანი გადაწყვეტილების გამონახვაში. ევროკავშირს სპეციალური როლი აკისრია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გამო. დღეის მდგომარეობით, ჩვენ ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ვართ ადგილზე. მისიამ კონფლიქტით დაზარალებული ყველა მხარის სასარგებლოდ სიტუაციის სტაბილიზების აუცილებელი ფუნქცია შეასრულა. მისიას ჰყავს 200 სამოქალაქო ექსპერტი. მათი მანდატია არამარტო მონიტორინგი გაუწიონ ნორმალიზაციისა და სტაბილიზაციის პროცესს, არამედ ხელი შეუწყონ ნდობის აღდგენას, დაძაბულობის შემცირებას და თავიდან აიცილონ სიტუაციის ესკალაცია“, – განაცხადა მოგერინიმ. მოგერინიმ ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირისთვის მიუღებელია რუსი სამხედროების გაძლიერებას სეპარატისტულ რეგიონებში და ასევე გამყოფ ხაზებზე ფიზიკური ბარიერების აგებას. „ჩვენ ასევე ვგმობთ რუსეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რაც ემსახურება იმის კონსოლიდირებას, რასაც ის „ახალ რეალობას“ უწოდებს. ჩვენ ასევე მიუღებლად მივიჩნევთ რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერებას სეპარატისტულ რეგიონებში და გამყოფ ხაზებზე ფიზიკური ბარიერების აგებას. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში თანათავმჯდომარეობს ჟენევის მოლაპარაკებებს და აქცენტს აკეთებს ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაზე, ასევე ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრაზე, რაც გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებაზე“,- აღნიშნა მან. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის თქმით, ევროკავშირი განაგრძობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების აღიარების დაგმობას. „ეს მიუღებელია არა მხოლოდ იმიტომ, რომ საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს, არამედ პირველ რიგში იმიტომ, რომ გავლენას ახდენს ორივე რეგიონში, საქართველოში და სრულიად რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობაზე. ჩვენი მიდგომაა სეპარატისტული რეგიონები საქართველოში ჩვენს პროგრამებში ჩავრთოთ, როდესაც ეს შესაძლებელია. ეს ეხება სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარებისა და პროფესიული გადამზადების ჩვენს პროგრამებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა იმ ინიციატივას, რაც ხელს შეუწყობს ნდობის აღდგენას მხარეებს შორის. ყველა ჩვენი ქმედება ამ ორ რეგიონში სრულად კოორდინირებული და დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის მიერ და სრულად შეესაბამება საქართველოს ჩართულობის პოლიტიკას. ჩვენი პოლიტიკა არაღიარების და აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ჩართულობის პოლიტიკაა, რაც ზუსტად შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიდგომას. ომიდან ათი წლის შემდეგ ჩვენ არ ვჩერდებით და არ გავჩერდებით ჭეშმარიტი გადაწყვეტილების მისაღწევად“, - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)