|
2018-06-07 19:50:39, 2088 ნახვა
მსოფლიო
პუტინი: ახალი მსოფლიო ომი შესაძლოა, ცივილიზაციის დასასრული გახდეს
ახალი მსოფლიო ომი შესაძლოა, ცივილიზაციის დასასრული გახდეს, - ამის შესახებ „პირდაპირი ხაზის“ ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. იგი მოქალაქეების კითხვებს პირდაპირ ეთერში პასუხობს. „იმის აღქმა, რომ მესამე მსოფლიო ომი შესაძლოა, ცივილიზაციის დასასრული იყოს, მსოფლიოს საერთაშორისო არენაზე რადიკალური ქმედებებისგან აკავებს", - განაცხადა რუსეთის ლიდერმა. მისივე თქმით, მიუხედავად რეგიონალური კონფლიქტებისა, გლობალურ კონფლიქტს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ადგილი არ ჰქონია. „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩვენ შედარებით გლობალური მშვიდობის პირობებში ვცხოვრობთ. აქა და იქ ხდება რეგიონალური კონფლიქტების გაჩაღება. შეგვიძლია გავიხსენოთ ვიეტნამის ომი, კონფლიქტი კორეის ნახევარკუნძულზე, ახლო აღმოსავლეთში მუდმივად აქვს ადგილი კონფლიქტებს, თუმცა გლობალურ კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა. პუტინი ასევე მიიჩნევს, რომ რუსეთის შეკავების პოლიტიკა მცდარია. „ეს არის რუსეთის შეკავების ერთ-ერთი ხერხი ისევე, როგორც ავადსახსენებელი სანქციები. გაუთავებელი ბრალდებები ქმნის რუსეთის განვითარების შეკავების გამოყენების ბაზას, როგორც ამას მიიჩნევენ ისინი, ვინც ამგვარ ზომებს მიმართავენ, რადგან რუსეთში საფრთხეს ხედავენ. ხედავენ, რომ რუსეთი მათთვის კონკურენტს წარმოადგენს. ჩემი წარმოდგენით, ეს არის ძალიან მცდარი პოლიტიკა, რადგან ვინმეს, მათ შორის რუსეთის შეკავება კი არა, კონსტრუქციული ურთიერთობების ჩამოყალიბებაა საჭიროა. მაშინ მსოფლიო ეკონომიკისთვის საერთო ეფექტი მხოლოდ პოზიტიური იქნება“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. „პირდაპირი ხაზი“ ვლადიმერ პუტინთან უკვე მეთექვსმეტედ იმართება. ორგანიზატორების მონაცემებით, სულ ორი მილიონამდე კითხვაა შესული.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)