|
2018-06-01 15:48:51, 2711 ნახვა
მსოფლიო
კეივის სასამართლომ სააკაშვილის პოლონეთში გაძევება კანონიერად სცნო
კიევის საოლქო ადმინისტრაციულმა სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან პოლონეთში გაძევება კანონიერად სცნო. სასამართლომ დაადგინა, რომ სააკაშვილი პოლონეთში გააძევეს, როგორც პირი, რომელიც უკანონოდ იმყოფებოდა უკრაინის ტერიტორიაზე და მისი გაძევება უკრაინასა და ევროკავშირს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმების საფუძველზე მოხდა. „კიევის საოლქო ადმინისტრაციულმა სასამართლომ განიხილა მიხეილ სააკაშვილის სარჩელი უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წინააღმდეგ და გადაწყვეტილება მიიღო არ დააკმაყოფილოს მიხეილ სააკაშვილის სარჩელით გათვალისწინებული მოთხოვნები“, - ნათქვამია კიევის საოლქო ადმინისტრატიული სასამართლოს განცხადებაში. ცნობისთვის, სააკაშვილი საემიგრციო სამსახურის გადაწყვეტილების გაუქმებასა და მისი გაძევების უკანონოდ გამოცხადებას ითხოვდა.
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)