|
2018-05-23 18:11:35, 1409 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტში ფაროსანასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა განიხილეს
საქართველოს პარლამენტში, რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტის სხდომაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა კომიტეტის წევრებს მთავრობის სამოქმედო გეგმის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ანგარიში გააცნო. გიორგი ხანიშვილის განაცხადებით, დასავლეთ საქართველოში ქიმიური წამლობა ინტენსიურად მიმდინარეობს. აქტიურად მუშაობს ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი, სადაც მავნებლის იდენტიფიკაციის და არეალის დადგენის მიზნით, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს მონაცემების განახლება, რომლის საფუძველზეც შეწამვლითი ღონისძიებები ხორციელდება. „ჩვენი საკოორდინაციო შტაბი მუშაობს ორგანიზებულად. ღონისძიებების შესახებ მოსახლეობის ოპერატიული ინფორმირების მიზნით მოქმედებს სატელეფონო გზავნილების სისტემა. მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებულია 110 ათასი ფერომონი „მოიზიდე და გაანადგურე“, სახელმწიფოს მიერ მობილიზებულია 150 ათასი ერთეული მაღალი განმავლობის სპეციალიზებული ტექნიკა. სამინისტრომ შეიძინა 180 ათასი ლიტრი ბიფენტრინის შემცველი ინსექტიციდი და 209 ათასი ლიტრი ზეთოვანი ინსექტიციდი. ჩვენ წელს გვექნება გაცილებით კარგი შედეგი, თუმცა აუცილებელია ბრძოლის პროცესში მოსახლეობა აქტიური იყოს“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
(NS)
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)