|
2018-05-23 17:52:54, 1240 ნახვა
საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ სახურავების რეაბილიტაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ სამ მისამართზე ქანობიანი სახურავების რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტების განხორციელება ჯავახიშვილის ქ. N61-ში, ქვლივიძის ქ. N14-სა და ჭოროხის ქ. N4-ში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის მიხედვით მიმდინარეობს. გამგეობის მიერ თანადაფინანსებულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ოკრიბა“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 43 750 ლარია. ჩუღურეთის რაიონში ბინათმესაკუთრეთა თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, ამ ეტაპზე, სხვადასხვა მიმართულებით კიდევ 15 პროექტის განხორციელება იგეგმება. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის თანახმად, გამგეობა ამხანაგობებს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სრულად, 100%-ით დაუფინანსებს. თავად ამხანაგობა კი ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის თანხა ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.
(NS)
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)