|
2018-05-23 13:29:18, 1275 ნახვა
საზოგადოება
ვარკეთილში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
სამგორის რაიონის გამგეობა ვარკეთილში სხვადასხვა მისამართზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. სანიაღვრე და წყალარინების ქსელის მოწყობის შემდეგ, ვარკეთილი 3-ში, მე-4 მიკრორაიონის N417, N418 და N419 კორპუსების მიმდებარედ, საგზაო სამუშაოები განხორციელდა. გზასა და შიდა ეზოებში 1 180 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. ასევე, მოეწყო ბორდიური. წყალარინების ქსელის გამოცვლის შემდეგ კი, ასფალტის საფარი ვარკეთილი 3-ის, მე-2 მიკრორაიონის N39ა კორპუსის მიმდებარედ დაიგო. 740 კვ.მ ფართობის მოსაწესრიგებლად, სამგორის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 24 145 ლარი გამოყო. შიდა ეზოსა და ბორდიურის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს ვარკეთილი 3-ში, მე-3ა მიკრორაიონის N346-ე კორპუსის მიმდებარედაც, სადაც გზის 1580 კვ.მ ფართობი მოწესრიგდება. აღნიშნულ მისამართზე უკვე გამოიცვალა წყალარინების ქსელი. ვარკეთილი 3-ში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებელმა კახა გულედანმა პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი მოსიძესთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ რევაზ სოხაძესთან ერთად დაათვალიერა. გამგებელი ასევე, მოსახლეობას შეხდა და მათთან ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის საჭირო სამუშაოებზე ისაუბრა.
(NS)
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)