|
2018-05-22 16:51:37, 1600 ნახვა
საზოგადოება
„გახსენით კარი, დაგვაბრუნეთ სახლში!“ - კლუბ „ბასიანის“ ადმინისტრაცია 27 მაისს აქციას აანონსებს
„გახსენით დახურული კარი, დაგვაბრუნეთ სახლში“, - ამ მოთხოვნით 27 მაისს, 18:00 საათზე კლუბ „ბასიანის“ თანამშრომლები და მხარმდაჭერები, ევროპის მოედანზე, აქციის გამართვას გეგმავენ. ამის შესახებ ინფორმაცია „ბასიანის“ „ფეისბუქ“ გვერდზეა ნათქვამი. ადმინისტრაციის თქმით, თუ კლუბი 1 ივნისამდე არ გაიხსნა. ფინანსური ზარალის გამო ის შესაძლოა დაიხუროს. მათივე თქმით, კლუბის კარი მუდამ ღია იყო თავისუფლებისა და თანასწორობისთვის მებრძოლი ათასობით ადამიანისთვის. „დატერორებული და დალუქული BASSIANI დღეს პოლიტიკური მძევალია. ჩვენ, სხვა კლუბებთან ერთად, სისტემის დარტყმის მთავარ სამიზნედ ვიქეცით. თვეზე მეტია გვაშანტაჟებენ, მიზანმიმართულად გვესხმიან თავს, დღემდე უცნობი სუბსტანციით ადამიანთა ინტოქსიკაციისა და ტრაგიკული გარდაცვალების ფაქტებზე ჩვენსკენ იშვერდნენ თითს, როდესაც პირველებმა გავუშვით საზოგადოებაში განგაშის სიგნალი. დაარსების დღიდან, ჩვენი სფერო მხარს უჭერდა სოციალური ცვლილებებისთვის მებრძოლ სამოქალაქო მოძრაობებს, ხელს ვუწყობდით ჩაგრული ჯგუფების ემანსიპაციის პროცესს, სწორედ ამიტომ, 12 მაისის “შავი პარასკევის” საპოლიციო ტერორი, არ იყო ტერორი მხოლოდ საკლუბო სივრცეებზე, არამედ ყველა იმ ადამიანსა და ჯგუფზე, ვინც მხარში გვიდგას და ჩართულია უთანასწორობასთან ბრძოლაში. 27 მაისი სიმბოლური თარიღია, ბერლინის მემარცხენე კოლექტივები და 70-მდე გერმანული ღამის კლუბი დემონსტრაციითა და მასობრივი რეივით გააპროტესტებს მათთან არსებულ პრობლემებს. შემოგვიერთდით, ჩვენთვის საამაყო თბილისის საკლუბო სცენა საფრთხეშია, BASSIANI / HOROOM-ის დასაბრუნებლად ვიკრიბებით იქ, სადაც დაიწყო ჩვენი იდეა - ევროპის მოედანზე. დღეს ჩვენი ბრძოლა ნიშნავს, ბრძოლას სოციალური ცვლილებებისთვის! გახსენით დახურული კარი, დაგვაბრუნეთ სახლში!”, - ნათქვამია განცხადებაში.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)