|
2018-05-22 15:57:27, 1292 ნახვა
საზოგადოება
ვაჟა-ფშაველას II კვარტალში მრავალსართულიანი სახლის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და დაფინანსების ახალი წესის ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას II კვარტალში, N28-ე ბ კორპუსის ბრტყელი სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ოკრიბა“ აწარმოებს. ადგილობრივი მცხოვრებლების განაცხადის საფუძველზე, პროექტით I, II და III სადარბაზოს გადახურვა განახლდება. პროექტის ღირებულება 14 999 ლარს შეადგენს. სამუშაოები ერთი კვირის განმავლობაში დასრულდება. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის თანახმად, გამგეობა ამხანაგობებს საჭირო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სრულად, 100%-ით დაუფინანსებს. თავად ამხანაგობას კი, ეკისრება ვალდებულება, რომ დაფინანსებული სამუშაოების ღირებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის თანხა შეაგროვოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს. დაფინანსების მისაღებად ასევე აუცილებელია, ამხანაგობა გამგეობაში აღრიცხვაზე იმყოფებოდეს, ჩაატაროს საერთო კრება, სადაც საერთო ქონების განვითარებისთვის საჭირო პრიორიტეტული სამუშაოების რიგითობა განისაზღვრება. საერთო კრების ოქმით, ამხანაგობა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი სადანახარჯო შენატანების ოდენობას განსაზღვრავს, რომელიც ამხანაგობის ანგარიშზე განთავსდება. შენატანის ოდენობა გამგეობის მიერ დასაფინანსებელი პროექტის ღირებულების არანაკლებ 10%-ს უნდა შეადგენდეს. გარდა ამისა, ამხანაგობამ შენატანების განკარგვის პრიორიტეტებით ერთწლიანი სამოქმედო გეგმა უნდა შეიმუშაოს და შემდეგ, განცხადებით გამგეობას მიმართოს. გამგეობა კი, დაფინანსებას ტენდერის მეშვეობით განახორციელებს. ვაკის რაიონის გამგეობაში 1086 ამხანაგობაა რეგისტრირებული.
(NS)
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)